პრეზიდენტი შეშინებულია და კითხვებს გაურბის - მელორ ვაჩნაძე

პარასკევი, 10 მაისი, 2013 - 16:24

პრეზიდენტი ძალიან შეშინებულია და ყველა კითხვას გაურბის. ამის შესახებ, უნივერსიტეტის ეზოში შეკრებილ საზოგადოებას უფლებადამცველმა, მელორ ვაჩნაძემ განუცხადა და პრეზიდენტს მიმართა, რეპრესირებულებს შეხვდეს და მათ კითხვებსაც პასუხი გასცეს. 

 

"მე იმედი მაქვს, რომ ახალგაზრდები, რომლებიც პრეზიდენტთან შესახვედრად დარბაზში შევიდნენ, მას ყველა იმ კითხვას დაუსვამენ, რომელიც ჩვენ გვაქვს, ადამიანებს, რომლებიც თავს რეპრესირებულებად ვთვლით. მინდა მივმართო პრეზიდენტს, თუ მას არაფრის ეშინია და დასამალი არაფერი აქვს, შეგვხვდეს და კითხვებზე პასუხი გაგვცეს" განაცხადა მელორ ვაჩნაძემ.შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტი სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებს შეხვდა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.67
  • 3.03
  • 3.42
  • 0.04
  • 0.5
  • 1.58