შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით „ჰეროინი“-ს შენახვის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

პარასკევი, 10 მაისი, 2013 - 15:15

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, 1981 წელს დაბადებული დავით ჯ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ფაქტზე ბათუმში დააკავეს.

სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას 2 შეკვრად დაფასოებული „ჰეროინი“-ს შემცველი ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ნარკოტიკის საერთო წონა 6,26 გრამია, მასში შემავალი „ჰეროინი“-ს - 2,217 გრ.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვა) მიმდინარეობს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.7
  • 3.09
  • 3.52
  • 0.04
  • 0.48
  • 1.59