სამსახურებრივი პრივილეგიის არასამსახურებრივი დანიშნულებით გამოყენებისთვის ნათია გურული თანამდებობიდან გაათავისუფლეს

პარასკევი, 10 მაისი, 2013 - 13:24

საქართველოს სასჯელ-აღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ინფორმაციით, გენერალური ინსპექციის სამსახურეობრივი შემოწმების საფუძველზე სამსახურიდან გათავისუფლდა სსიპ  - იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის მოადგილე ნათია გურული.

სამსახურეობრივი შემოწმებით გაირკვა, რომ ნათია გურული 2012 წლის 1 დეკემბრიდან 2013 წლის 14 იანვრამდე იმყოფებოდა შვებულებაში და პირადი საქმის გამო გასული იყო საქართველოს საზღვრებს გარეთ. ამასთან საზღვარგარეთ მოგზაურობისას ნათია გურული სარგებლობდა სამსახურეობრივი პასპორტით. სამსახურებრივი პასპორტით სარგებლობისას კი პირზე მოქმედებს სავიზო რეჟიმთან დაკავშირებული შეღავათები და სხვა პრივილეგიები. ამიტომ დაუშვებელია მისი გამოყენება არასამსახურებრივი მიზნებისთვის ხელმძღვანელობის ინფორმირების გარეშე.

ამდენად, საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სსიპ - იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის მოადგილემ ნათია გურულმა აღნიშნული ქმედებით ჩაიდინა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 78 მუხლის „გ“ პუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომა, რაც გამოიხატა მის მიერ სამსახურებრივი (პასპორტის) პრივილეგიის არასამსახურებრივი დანიშნულებით გამოყენებაში, რითაც ასევე უგულვებელყო „საქართველოს სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის N941 ბრძანებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის („სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტების გამოყენება ხდება მხოლოდ სამსახურებრივი დანიშნულებისამებრ“) მოთხოვნები.

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.7
  • 3.09
  • 3.52
  • 0.04
  • 0.48
  • 1.59