მიხეილ სააკაშვილი დღეს თსუ-ს სტუდენტებს შეხვდება

პარასკევი, 10 მაისი, 2013 - 11:45

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებს შეხვდება. შეხვედრამდე პრეზიდენტი facebook-ით სტუდენტებს მიმართავს, სადაც მათ სთხოვს შეკითხვები წინასწარ მისწერონ, რათა სტუდენტებისთვის ყველა საინტერესო თემაზე საპასუხოდ მომზადებული მივიდეს.

პრეზიდენტი იმედს გამოთქვამს, რომ სტუდენტები თვითცენზურას არ მიმართავენ და მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე დაუსვამენ კითხვებს, თუნდაც იქვე მოფიქრებულს.

"მინდა, ჩვენ შორის საინტერესო საუბარი შედგეს და არ წამოვიდე იქიდან, ვიდრე ახალგაზრდებისთვის საინტერესო ყველა შეკითხვას არ ვუპასუხებ", - ნათქვამია პრეზიდენტის მიმართვაში.

რამდენიმე დღის წინ პრეზიდენტს ილიას უნივერსიტეტის რექტორმა გიგი თევზაძემ და თსუ-ს პროფესორმა ზურაბ დავითაშვილმა პრეზიდენტს თხოვნით მიმართეს, ვეტო დაადოს სამოქალაქო კოდექსში შეტანილ ცვლილებებს, რომელთა მიხედვით უმაღლესი სასწავლო დაწესებულებები კერძო სამართლის იურიდიული პირებიდან საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად გარდაიქმნებიან.

არ არის გამორიცხული, სტუდენტენთან შეხვედრისას საუბრის ერთ-ერთი თემა ეს საკითხიც იყოს.

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.7
  • 3.1
  • 3.51
  • 0.04
  • 0.48
  • 1.59