ზურაბ ჩხეიძე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლობის ინიციატივით მიმართავს

ხუთშაბათი, 09 მაისი, 2013 - 17:36

შიდა ქართლის გუბერნატორი ზურაბ ჩხეიძე შინაგან საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობის ინიციატივით გამოდის.  იგი სამინისტროს შესაბამის წარმომადგენლებს უმოკლეს ხანში შეხვედრას სთავაზობს,  სადაც ინფორმაციის გაცვლა მოხდება და კონკრეტულ სამოქმედო გეგმაზე იქნება საუბარი.

"ბოლო პერიოდში სისტემატური ხასიათი მიიღო კონფლიქტის მიმდებარე ტერიტორიებიდან ქართველების დაკავებისა და გატაცების ფაქტებმა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ მოლაპარაკებები სათანადოდ არ მიმდინარეობს. მოსახლეობის ინტერესებიდან და უსაფრთხოებიდან გამომდინარე მზად ვარ შსს–ს წარმომადგენლებს დახურულ ფორმატში შევხვდე და ვისაუბროთ და ინფორმაცია გავცვალოთ შექმნილ ვითარებაზე. შეხვედრის აუცილებლობა ვფიქრობ მნიშვნელოვანია, რადგან ვითარებამ კონფლიქტის მიმდებარე სოფლებში კიდევ უფრო მძიმე ხასიათი არ მიიღოს“, - განაცხადა ზურაბ ჩხეიძემ.

სახელწიფო ინტერესებიდან გამომდინარე გუბერნატორს შეხვედრაზე განსახილველ საკითხებზე და სხვა დეტალებზე არ უსაუბრია და იმედოვნებს, რომ შეხვედრა.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.67
  • 3.03
  • 3.42
  • 0.04
  • 0.5
  • 1.58