ირაკლი ალასანიამ იცის ვინ იქნება პრეზიდენტობის კანდიდატი - გია ვოლსკი

ხუთშაბათი, 09 მაისი, 2013 - 16:21

უმრავლესობის ერთ-ერთი წარმომადგენლის გია ვოლსკის განცხადებით, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ უკვე იცის, ვინ იქნება კოალიცია "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატი. ამის შესახებ კონფლიქტოლოგმა  "პრაიმტაიმის" პრესკლუბში დღევანდელ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, სულ ხუთ საპრეზიდენტო კანდიდატზე იყო საუბარი, თუმცა გამორიცხული არ არის, დასახელდეს მეექვსე.

"ირაკლი ალასანიამ შედეგი იცის, თუ ვინ იქნება კოალიცია "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატი. ალასანია ერთ-ერთი ლიდერია იმ ჯგუფში, სადაც ეს საკითხები განიხილება. მე როგორც ვიცი და როგორც გახდა ცნობილი, სულ ხუთი კანდიდატი განიხილება, თუმცა არ არის გამორიცხული, დასახელდეს მეექვსე, ჩემთვის უცნობია, ვინ იქნება "ქართული ოცნების" პრეზიდენტობის კანდიდატი", -  განაცხადა გია ვოლსკიმ.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.67
  • 3.03
  • 3.42
  • 0.04
  • 0.5
  • 1.58