ნარკოდანაშაულის მიმართ მიდგომა შესაცვლელია - ეკა ბესელია

ხუთშაბათი, 09 მაისი, 2013 - 15:45

პარლამენტში კომისიის შექმნის პროცესი მიმდინარეობს, რომელიც ექსპერტებთან ერთად იმსჯელებს, ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით კანონმდებლობაში რა სახის ცვლილებები უნდა შევიდეს. ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის  კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ "პრაიმტაიმის" პრესკლუბში განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს კანონმდებლობაში ნარკოტიკული საშუალებების ნუსხაში ისეთი მედიკამენტებია შეტანილი, რომლებიც გაეროს კონვენციას არ შეესაბამება.

"მიდგომები შესაცვლელი რომ არის, ეს შემიძლია დავადასტურო. ვფიქრობ, შედარებით მკაცრი სასჯელი უნდა იყოს ნარკორეალიზატორების მიმართ, ასევე მედიკამენტების ნუსხა გაეროს კონვენციასთან შესაბამისობაში უნდა მოვიდეს, ასევე უნდა გავითვალისწინოთ უპრეცედენტო ამნისტიაც. ამ ვითარებაში სტატისტიკური მაჩვენებლები საუკეთესოა. ამ მხრივ შინაგან საქმეთა სამინისტრო ნამდვილად კარგად მუშაობს", -  განაცხადა ეკა ბესელიამ.

ბესელია ბოლო პერიოდში გამოთქმულ კრიტიკასაც გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც ახალი ხელისუფლების პირობებში კრიმინალის შემთხვევები გაიზარდა.

ბესელიას თქმით, არსებობს სტატისტიკა, რომლის თანახმადაც, 2013 წლის პირველი 3 თვის მდგომარეობა 2009-2010 წლების მონაცემების იდენტურია, ეს წლები კი სიმშვიდის მხრივ სანიმუშო იყო. მისივე თქმით, გაიზარდა დანაშაულის გახსნის სტატისტიკაც.

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.68
  • 3.03
  • 3.43
  • 0.04
  • 0.49
  • 1.58