"ლაბორატორია 1918-ის" წევრებს სასამართლომ 400-ლარიანი ჯარიმა დააკისრა

ხუთშაბათი, 09 მაისი, 2013 - 14:06

1 მაისის აქციის დროს დაკავებულ, "ლაბორატორია-1918"-ის წევრებს, სასამართლომ 400-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. საია სასამართლოს გადაწყვეტილებას, კანონის მიხედვით, 10 დღის ვადაში გაასაჩივრებს.

იურისტები მოსამართლის გადაწყვეტილებას უსამართლოდ მიიჩნევენ და აცხადებენ, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები სტუდენტთა უდანაშაულობას ადასტურებენ. საიას ადვოკატმა ნინო ქურდოვანიძემ სასამართლო პროცესის შემდეგ განაცხადა, რომ დაკავებული 5 ადამიანის მიერ, სამართალდარღვევის ფაქტს ადგილი არ ჰქონია.

ადვოკატი იმედოვნებს, რომ სააპელაციო სასამართლო სამართლიან განაჩენს გამოიტანს და პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას გააუქმებს.

"სასამართლოს გარემოებები სწორად უნდა შეეფასებინა და ისინი სამართალდამრღვევებად არ უნდა ჩაეთვალა, შესაბამისად, არც სახდელი უნდა დაეკისრებინა. გადაწყვეტილებას სააპელაციო წესით გავასაჩივრებთ". - განაცხადა ნინო ქურდოვანიძემ.

"ლაბორატორია 1918" ის წევრებმა სტუდენტებთან ერთად აქცია მშრომელთა უფლებების დაცვის დღის აღსანიშნავად გამართეს. აქციაზე რამდენიმე მათგანი სამართალდარღვევის ბრალდებით დააკავეს, რომლებიც მოგვიანებით ხელწერილით გამოუშვეს.

 

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.7
  • 3.1
  • 3.51
  • 0.04
  • 0.48
  • 1.59