ელიტურ კორუფციაში ჩართული ადამიანები დღეს ხალხს ხალხის სახელით ებრძვიან

ოთხშაბათი, 08 მაისი, 2013 - 17:52

„თეთრების“ ლიდერის თემურ შაშიაშვილის განცხადებით, ხალხის უდიდესმა ნაწილმა „ნაცმოძრაობის“ დამანგრეველი სტრატეგია ვერ გააცნობიერა და 2013 წელი ქვეყნისათვის შეიძლება დამანგრეველი აღმოჩნდეს,

ჩასაფრებული პოლიტიკური ძალისა და მედროვე პოლიტიკოსებისათვის კი წარმატებული.

„არსებობდა მოლოდინი, რომ ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, ქვეყანაში სისტემური კრიზისი დამთავრდებოდა, მაგრამ პირიქით მოხდა – ქვეყანაში, სადაც ჩასაფრებულია პრეზიდენტი, გუბერნატორი, ქალაქების მერებსა და გამგებლების დიდი ნაწილი და მთელი ეს სახელისუფლებო ვერტიკალი კონტროლის პალატისა და სასამართლოების დიდი ნაწილის მხარდაჭერით იმართება, სისტემური კრიზისი გარდაუვალია! ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც ქვეყნის შიგნით, თუ გარეთ ელიტურ კორუფციაში იყვნენ ჩართულნი. ეს ძალიან სერიოზული ძალაა, რომელიც ხალხს ხალხის სახელით ებრძვის“, - აცხადებს თემურ შაშიაშვილი

როგორც შაშიაშვილი აცხადებს, მოვა დრო და, ვინანებთ, რომ სააკაშვილის პრეზიდენტობა 2013 წლის 20 იანვარს არ დავამთავრეთ. მისივე თქმით, სააკაშვილი ქვეყნის შიგნით პროვოკაციებს აწყობს და ფეხდაფეხ დასდევს პრემიერს უცხოეთში.

„სააკაშვილი იმაზე მუშაობს, თუ როგორ მოშალოს ქვეყნის სახელმწიფო ინსტიტუტები და როგორ გაზარდოს ახალი ხელისუფლებისადმი ქვეყნის გარე ძალების უარყოფითი დამოკიდებულება. ეს კი ერთ კაცს, ივანიშვილს კი არა, მთელს სახელმწიფოს ვნებს“, - აცხადებს შაშიაშვილი.

„თეთრების“ ლიდერი თავის თავს „დამნაშავე ძალასთან -„ ნაცმოძრაობასთან“ კოჰაბიტაციის გარეთ“ ხედავს და ბიძინა ივანიშვილისაგან მხოლოდ იმას ითხოვს, რომ ქვეყანაში ყველა სფეროში კონკურენტუნარიანი გარემო შექმნას,

„ქართულმა პოლიტიკამ გონება დაკარგა და წინ ავადმყოფური აზროვნების ადამიანები მიდიან – წინა პლანზე ემოციაა წამოწეული, ანუ ქვეყანა ემოციებით და გონების გარეშე იმართება. თუკი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში გონებას დააბრუნებს, ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება“, - აცხადებს თემურ შაშიაშვილი.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.66
  • 3.04
  • 3.42
  • 0.04
  • 0.5
  • 1.57