შსს-მ ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარებისთვის ორი პირი დააკავა

ოთხშაბათი, 08 მაისი, 2013 - 14:01

შსს-ს თბილისის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილების თანამშრომლებმა, მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების  შედეგად, გიორგი და გოჩა ჯ–ები ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებისთვის დააკავეს.

სამართალდამცველებმა გიორგი ჯ-ს პირადი ჩხრეკისას – „ნაგანი“–ს ტიპის რევოლვერი და 7 საბრძოლო ვაზნა, ხოლო გოჩა ჯ-ს პირადი ჩხრეკისას – „მაკაროვი“–ს სისტემის რევოლვერი და 8 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (სსკ–ს 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილით, რაც 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.67
  • 3.03
  • 3.42
  • 0.04
  • 0.5
  • 1.58