ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან უკანონოდ დაკავებული 12 მოქალაქე გაათავისუფლეს

ოთხშაბათი, 08 მაისი, 2013 - 11:32

შსს-ს საინფორმაციო–ანალიტიკური დეპარტამენტის შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოსა და საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის წარმომადგენლების მიერ, „ცხელი ხაზის“ მეშვეობით,  ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების შედეგად, უკანონოდ დაკავებული 12 მოქალაქე დღეს გათავისუფლდა.

1-4 მაისს რუსმა სამხედროებმა, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. ადმინისტრაციული საზღვრის „უკანონო კვეთის“ ბრალდებით, ჯონჯოლის საკრეფად წასული საჩხერის რაიონის სოფ. კორბოულის, ხვანის და გორისას 22 მკვიდრი დააკავეს. ამ ეტაპზე უკვე გათავისუფლებულია 17 მათგანი, მათ შორის, 5 არასრულწლოვანი.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.7
  • 3.1
  • 3.51
  • 0.04
  • 0.48
  • 1.59