ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ–მასწავლებლები გიორგი მარგველაშვილს მიმართავენ

ოთხშაბათი, 08 მაისი, 2013 - 12:08

თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ–მასწავლებლები განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და  სამოქალაქო საზოგადოებას მიმართავენ:

"როგორც ცნობილი გახდა დღეს მიმართვას ავრცელებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის და თსუ-ს რექტორები ბატონები ალექსანდრე კვიტაშვილი და გიგი თევზაძე.

გვინდა ამ მიმართვის ავტორებს და ფართო საზოგადოებას შევახსენოთ, რომ , 2010 წლის 15 ნოემბერს საქრთველოს მთავრობამ გამოსცა დადგნილება N 346 " საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან მიერთების გზით რეორგანიზაციისა და შპს ,,საქართველოს ეკონომიკისა და სამართლის სასწავლო უნივერსიტეტის“ ლიკვიდაციის წარმოების დაწყების შესახებ". ჩვენი უნივერსიტეტი ჯავახიშვილისთვის შეერთებინათ, ისე რომ ჩვენ ამ ამბის შესახენ მხოლოდ წინა დღით შევიტყვეთ. ფაქტიურად ჩვენ ფაქტის წინაშე დაგვაყენეს.

გარდა ამისა, ტელეკომპანია "კავკასიის" ეთერში ამ დადგენილების მიღებამდე 12 დღით ადრე, გავიდა სიუჟეტი ჩვენი უნივერსიტეტის გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, სადაც მინისტრმა ასეთი რამ თქვა: უნივერსიტეტი არ იხურება, უბრალოდ ხორციელდება "თეუსუს" მატერიალურ ტექნიკური ბაზის ჯავახიშვილთან მიერთება, რადგან ამ უკანსკნელს ფინანსური პრობლემები ჰქონდაო. შაშკინმა აშკარად იცრუა, რითაც თვალებში ნაცარი შეგვაყარა. განხორციელდა არათუ რეორგანიზაცია, არამედ თეუსუს ლიკვიდაცია, რეორგანიზაციის მანტიაში გახვეული...

ჩამოგვართვეს შენობები, წაგვართვეს სტუდენტები, (ამას სტუდენტთა დიდი საპროტესტო აქციები მოჰყვა.) მიითვისეს ჩვენი ინტელექტუალური აქტივობით და ეკონომიით დაგროვილი ქონება, დაგვირღვიეს ხელშეკრულებები, ყოველგვარი ახსნა განმარტების გარეშე დაგვატოვებინეს სამუშაო, რიგი თანამშრომლებისა ღირსადაც არ გახადეს ეცნობებინათ, რომ შეუწყდათ ხელშეკრულება და სამუშაო, ამის შესახებ მხოლოდ მეორე სემესტრის ლექციების დაწყების შემდეგ "მივხვდით"...დაირღვა აბსოლუტურად ყველა პუნქტი, რაც ახლა ასე აღშფოთებთ ზემოხსენებული უნივერსიტეტის რექტორებს... ეს ჩვეული ცინიზმია თუ წყალშემდგარი, სხვისი ჭირის ღობის ჩხირად ამღიარებელთა უკანასკნელი გაბრძოლება?!...სად იყვნენ მაშინ, რატომ არ ეტკინათ გული და აღეძრათ პროტესტისა და მხარდაჭერის გრძნობები?...რატომ არ აღიმაღლეს ხმა უკანონოდ გაუქმებული და ძალმომრეობაზე დაფუძნებული ღირსება აყრილი უნივერსიტეტის, პროფესორ –მასწავლებელთა და სტუდენტთა უფლებების დასაცავად!...იქნებ ახლა მაინც მივიღოთ პასუხი ამ კითხვებზე.", - ნათქვამია მიმართვაში.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.67
  • 3.03
  • 3.42
  • 0.04
  • 0.5
  • 1.58