ახალგაზრდა პარლამენტარები თურქეთის ქალაქ კაჰრამანამარაშის მერს შეხვდნენ

ოთხშაბათი, 08 მაისი, 2013 - 16:00

საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის 6-კაციანი დელეგაცია თურქეთს ეწვია. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში დელეგაცია პროექტში "ახალგაზრდობა, რომელიც საკუთარ მომავალს აშენებს" (Youth who build their Own Future) მონაწილეობს.

პროექტის ფარგლებში ახალგაზრდა პარლამენტარებმა, პირველი ოფიციალური შეხვედრა ქალაქ კაჰრამანმარაშის მერთან, ერკან ბულგანთან, გამართეს.

შეხვედრისას ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე, შემდგომი ერთობლივი პროექტების განხორციელებაზე, უმუშევრობის დაძლევასა და ეკონომიკურ განვითარებაზე ისაუბრეს.

საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის დელეგაციის 10-დღიანი ვიზიტის ფარგლებში, თურქეთის სხვადასხვა რეგიონებში სამუშაო შეხვედრებია დაგეგმილი. შეხვედრები 12 მაისს ქალაქ ანკარაში დასრულდება.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.67
  • 3.03
  • 3.42
  • 0.04
  • 0.5
  • 1.58