პრეზიდენტობის კანდიდატის დასახელება პრემიერის კომპეტენციაა - ზაქარია ქუცნაშვილი

ოთხშაბათი, 08 მაისი, 2013 - 15:31

უმრავლესობის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ნუ შეიჭრებიან პრემიერის კომპეტენციაში და ვიდრე ბიძინა ივანიშვილი საპრეზიდენტო კანდიდატს არ დაასახელებს, კონკრეტულ გვარებზე ნუ ისაუბრებენ.

მისი თქმით, პრეზიდენტობის კანდიდატის დასახელება პრემიერის კომპეტენციაა. კოალიცია კანდიდატზე მასთან ერთად უნდა შეჯერდეს და ამის შემდეგ, მისი ვინაობა ბიძინა ივანიშვილმა უნდა გაახმოვანოს.

"სანამ ბიძინა ივანიშვილი არ დააასახელებს პრეზიდენტობის კანდიდატს, მანამდე ნურავინ შეიჭრება მის კომპეტენციაში. კანდიდატად ისეთი პიროვნება შეირჩევა, რომელიც არა რომელიმე კონკრეტული პარტიის, არამედ საქართველოს პრეზიდენტი იქნება", - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

პარტიის წევრთა განცხადებით, დღევანდელ სხდომაზე პარტიის სტრუქტურული საკითხები განიხილეს და წესდებაში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.67
  • 3.03
  • 3.42
  • 0.04
  • 0.5
  • 1.58