ნათია მოგელაძემ თანამდებობა დატოვა

ოთხშაბათი, 08 მაისი, 2013 - 14:04

პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსმა ნათია მოგელაძემ თანამდებობა დატოვა. როგორც სახელმწიფო აუდიტის სამსახურში აცხადებენ, ნათია მოგელაძემ თანამდებობის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება პირადად მიიღო.

 

მოგელაძის ხელმძღვანელობის პერიოდს უკავშირდება ის გახმაურებული საქმეები და დიდი ოდენობით დაკისრებული ჯარიმები, რომლებსაც სხვადასხვა პოლიტიკური პარტია სამსახურის მიერ აღმოჩენილი დარღვევების გამო იხდიდა.

პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახური 2012 წლის 4 იანვარს შეიქმნა. შექმნის დღიდან მას ნათია მოგელაძე ხელმძღვანელობდა.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.66
  • 3.04
  • 3.42
  • 0.04
  • 0.5
  • 1.57