წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთავარის საერთაშორისო დღეს გამოფენა „95 წელი თქვენთან ერთად“ მიეძღვნება

სამშაბათი, 07 მაისი, 2013 - 17:44

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება გამოფენას „95 წელი თქვენთან ერთად“ აწყობს. გამოფენა გაიმართება 8 მაისს, 14:00სთ-ზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში (თბილისი, გუდიაშვილის ქ. 7, მე-3 კორპ.)  და წარმოდგენილი იქნება სკოლის მოსწავლეების მიერ წითელი ჯვრის თემატიკაზე შესრულებული ნახატები.

გამოფენა ეძღვნება წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთავარის საერთაშორისო მოძრაობის დღეს 8 მაისს, რომელიც მთელს მსოფლიოში აღინიშნება.

შეგახსენებთ, რომ ა.წ. 15 მარტიდან 15 აპრილამდე საქართველოს წითელი ჯვრის წარმომადგენლებმა ჩაატარეს სემინარები თბილისის საშუალო სკოლებში. სემინარების მიზანი იყო მოსწავლეთა ინფორმირება წითელი ჯვრის მისიისა და ფუძემდებლური პრინციპების, კლიმატური ცვლილებების, ტუბერკულოზის, შიდსის, ასევე ნარკოტიკების მოხმარების შედეგად გამოწვეული ზიანის შემცირების შესახებ.

წითელი ჯვრის სემინარებში მონაწილეობა მიიღეს სკოლებმა: „აიბი მთიები“, „საერთაშორისო ქართული სკოლა“, „ევროპული სკოლა“, 161-ე საჯარო სკოლა და „ზაალ სულაკაურის სამხატვრო სტუდია“.

გარდა ამისა, პროექტში ჩართულნი იყვნენ საქართველოს წითელი ჯვრის ფილიალები, რომლებიც მსგავს გამოფენებს ადგილობრივ დონეზე აწყობენ, ხოლო საუკეთესო ნახატები ფილიალებიდან გამოფენაზე იქნება წარმოდგენილი.

აღნიშნული გამოფენა მოგვიანებით გადაინაცვლებს ქუთაისში, საქართველოს პარლამენტში.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.7
  • 3.09
  • 3.52
  • 0.04
  • 0.48
  • 1.59