პრეზიდენტს ცვლილებებზე ვეტოს დადების მოთხოვნით ილიას და ჯავახიშვილის უნივერსიტეტების წარმომადგენლებმა მიმართეს

სამშაბათი, 07 მაისი, 2013 - 18:56

ცვლილებებზე ვეტოს დადების მოთხოვნით დღეს პრეზიდენტს ორი უნივერსიტეტის წამომადგენლებმა მიმართეს. ილიას უნივერსიტეტის რექტორი გიგი თევზაძე და თსუ-ს პროფესორი ზურაბ დავითაშვილი პრეზიდენტს სთხოვენ,  ვეტო დაადოს სამოქალაქო კოდექსში შეტანილ ცვლილებებს, რომელთა მიხედვით უმაღლესი სასწავლო დაწესებულებები კერძო სამართლის იურიდიული პირებიდან საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად გარდაიქმნებიან, ანუ ფაქტობრივად ხელისუფლების დაქვემდებარების ქვეშ გადადიან.

უნივერსიტეტების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ამით სასწავლო დაწესებულებები ავტონომიურობას კარგავენ. როგორც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიგი თევზაძემ განაცხადა, ის, რაც იყო მიღწეული ამ წლების განმავლობაში უნივერსიტეტის ავტონომიის და თვითმმართველობის მხრივ, ამ ცვლილებით ზიანდება.

„თუ არ არის ავტონომია და თვითმმართველობა - არ არის უნივერსიტეტი“, - აღნიშნა გიგი თევზაძემ.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.7
  • 3.09
  • 3.52
  • 0.04
  • 0.48
  • 1.59