"ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატის ვინაობა, სავარაუდოდ, ორშაბათს გახდება ცნობილი

სამშაბათი, 07 მაისი, 2013 - 18:43

დღეს ბათუმში აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრებთან შეხვედრისას პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატურასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან განცხადება გააკეთა.

კოალიცია ქართული ოცნების საპრეზიდენტო კანდიდატის ვინაობა, სავარაუდოდ, ორშაბათს გახდება ცნობილი. ივანიშვილის თქმით, იგი თავის ფავორიტს რამდენიმე დღეში კოალიციის წევრებს წარუდგენს და ამის შემდეგ უკვე ოფიციალურად დაასახელებს.

"მე მყავს ჩემი ფავორიტი, მაგრამ არ არის აუცილებელი ჩემი კანდიდატურა გავიდეს. ჩვენ გვექნება განხილვა საბჭოზე ალბათ შაბათს და შემდგომ დავგეგმავთ უმრავლესობასთან კვირას. თქვენ ალბათ ორშაბათს უკვე გეცოდინებათ, თუ ვინ იქნება საპრეზიდენტო კანდიდატი", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.7
  • 3.09
  • 3.52
  • 0.04
  • 0.48
  • 1.59