ელისო კილაძე გიორგი ფარესაშვილის შესახებ ახალ ინფორმაციას ავრცელებს

სამშაბათი, 07 მაისი, 2013 - 18:24

არასამთავრობო ორგანიზაცია „ჩემი საქართველოს“ ლიდერი ელისო კილაძე პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრების გამოქვეყნების შესახებ ახალ ინფორმაციას ავრცელებს. ის აცხადებს, რომ გია ფარესაშვილის მეგობარმა ლაშა ამირეჯიბმა ერთი კვირით ადრე იცოდა ასეთი ვიდეოკადრების არსებობის შესახებ. ამირეჯიბს ეს ინფორმაცია ერთ-ერთ შეხვედრაზე მიაწოდეს, რომელსაც რამდენიმე მაღალჩინოსანიც ესწრებოდა.

კილაძის განცხადებით, არსებობს ამ შეხვედრის აუდიო ჩანაწერიც, რომელიც მას ამირეჯიბმა გადასცა. „ჩემი საქართველოს“ ლიდერი დეტალებს არ ახმაურებს და აცხადებს, რომ ამ მასალას შინაგან საქმეთა მინისტრს გადასცემს იმ მიმოწერასთან ერთად, რომელიც ლალი გულორდავასა და გიორგი ფარესაშვილს შორის მიმდინარეობდა, სადაც საუბარია გადაცემასა და პრესკონფერენციის დაგეგმვაზე.

როგორც ელისო კილაძემ განaცხადა, დაასახელებს ამ შეხვედროს დროს, ადგილს და მონაწილე პირებს და მტკიცებულებასაც გადასცემს გამოძიებას, თუმცა აღნიშნა, რომ ეს მტკიცებულება კანონიერი გზით მოპოვებული არ არის და აუდიო ჩანაწერი შეხვედრის მონაწილე პირების მიერაა გაკეთებული.

აღნიშნულ მტკიცებულებას ელისო კილაძე შინაგან საქმეთა მინისტრს საქართველოში დაბრუნებისთანავე გადასცემს.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.67
  • 3.03
  • 3.42
  • 0.04
  • 0.5
  • 1.58