როდესაც ვიცე-პრემიერს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტი არ მოსწონს, იგი თანამდებობიდან უნდა გადადგეს - კობა დავითაშვილი

სამშაბათი, 07 მაისი, 2013 - 17:10

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კობა დავითაშვილი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის და ასევე ვიცე-პრემიერის გიორგი მარგველაშვილის განცხადებას, შრომის კოდექსის როზა ლუქსემბურგის ოცნებად შფასების შესახებ, დღეს პირველი რადიოს პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე გამოეხმაურა.

კობა დავითაშვილის განცხადებით, როდესაც ვიცე-პრემიერს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონ-პროექტი არ მოსწონს, მინიმუმ იგი ვიცე-პრემიერობიდან უნდა გადადგეს.

დავითაშვილის თქმით, შრომის კოდექსთან დაკავშირებით გიორგი მარგველაშვილის შეფასებები უცნაურია. "მე მგონია, რომ საკუთარ თავთან მოდის ბატონი გიორგი წინააღმდეგობაში. ლოგიკური იქნებოდა, თუ კი ამას ბატონი გიორგი ღიად განაცხდებდა მთავრობის სხდომაზე", - განაცხადა კობა დავითაშვილმა.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.7
  • 3.1
  • 3.51
  • 0.04
  • 0.48
  • 1.59