ნოდარ ხადური სამირ შარიფოვს შეხვდა

სამშაბათი, 07 მაისი, 2013 - 13:02

ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ინდოეთში ვიზიტის ბოლო დღეს აზერბაიჯანელ კოლეგას, სამირ შარიფოვს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ორი ქვეყანის ფინანსთა სამინისტროებს შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

სამირ შარიფოვმა ნოდარ ხადური ბაქოში, ივნისში გასამართ ბიზნეს ფორუმში მონაწილეობის მისაღებად მიიწვია.

ვიზიტის ფარგლებში ფინანსთა მინისტრი ინდოეთის ბიზნესმენთა იმ ჯგუფსაც შეხვდა, რომლებიც საქართველოს სამშენებლო სექტორითა და ინფრასტრუქტურული პროექტებით არიან დაინტერესებული. მინისტრმა მათ ქვეყნის საინვესტიციო გარემო, მოქმედი საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობა გააცნო.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.7
  • 3.1
  • 3.51
  • 0.04
  • 0.48
  • 1.59