ტამერლან ცარნაევის დასაფლავებას ამ დრომდე ვერ ახერხებენ

ორშაბათი, 06 მაისი, 2013 - 20:16

ტამერლან ცარნაევის ნათესავები ვერ პოულობენ ადგილს, თუ სად შეიძლება მისი დასაფლავება. ცარნაევების ოჯახმა  თხოვნით მიმართა მასაჩუსეტსის სასაფლაოს მესვეურთ, თუმცა მათგან უარი მიიღო.

 

 

 კვირას მასაჩუსეტსში გარდაცვლილის ბიძა სამ მეგობართან ერთად ჩავიდა, რათა  მუსულმანური ცერემონია აღესრულებინა, თუმცა ეს შეუძლებელი გახდა. "მე დაკავებული ვარ დაკრძალვის ორგანიზებით. მიცვალებული უნდა დაიმარხოს", - განაცხადა ჟურნალისტებთამ რუსლან ცარნიმ. მისივე თქმით, მას სურს ტამერლანის დაკრძალვა მასაჩუსეტსში, სადაც ის ცხოვრობდა უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში.

26 წლის ტამერლან ცარნაევი, ბოსტონის აფეთქებიდან  ოთხი დღის შემდეგ, პოლიციასთან  ორმხრივი სროლის შედეგად მიღებული ჭრილობებით გარდაიცვალა, მისი უმცროსი ძმა, 19 წლის ჯოხარი კი დააპატიმრეს. მას მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენება ედება ბრალად.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.7
  • 3.1
  • 3.51
  • 0.04
  • 0.48
  • 1.59