ქვეყნის ეკონომიკური წინსვლის ოპტიმიზმით, საქართველო 2013 წელში მსოფლიოში პირველ ადგილზე გავიდა

ორშაბათი, 06 მაისი, 2013 - 17:02

აშშ–ს საზოგადოებრივი აზრის კვლევის ინსტიტუტის (Gallup International) 2013 წლის "იმედისა და ბედნიერების გლობალური ბარომეტრის" ყოველწლიური კვლევის მიხედვით 2013 წელში ქვეყნის ეკონომიკური წინსვლის ოპტიმიზმით საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზე გავიდა.

კვლევის მიხედვით საქართველოს მოსახლეობის 69% ფიქრობს, რომ 2013 წელს ქვეყნის ეკონომიკის აღორძინება დაიწყება, 14% ფიქრობს, რომ არაფერი შეიცვლება და მხოლოდ 6% ფიქრობს, რომ იქნება ეკონომიკური სირთულეები (11%–მა არ იცის რა იქნება).

მწვანეთა პარტიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, კვლევის შედეგები უპრეცედენტოა, არა მარტო საქართველოსთვის არამედ რეგიონისთვისაც, რადგან „ვარდების რევოლიციის“ შემდგე – 2003 წელს მოსახლეობის ოპტიმიზმი არ აღემატებოდა 44%–ს, რომელმაც კატასტროფიული კლება დაიწყო და უკვე 2010 წელს 0% გახდა. ოპტიმიზმის მატება დაიწყო 2011 წლის დეკემბრიდან, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ სცენაზე გამოჩენის შემდეგ და გაუტოლდა 43%–ს („ვარდების რევოლუციის“ სიდიდეს), ხოლო 1 ოქტომბრის არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვების შემდეგ მიაღწია რეკორდულ მაჩვენებელს, 63%–ს (სუფთა ოპტიმიზმი).

რაც შეეხება რეგიონს აზერბაიჯანში ეკონომიკური წინსვლის ოპტიმიზმის მაჩვენებელი 56%–ია, სომხეთში – –11%, თურქეთში – –13%, რუსეთში – –23%.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.67
  • 3.03
  • 3.42
  • 0.04
  • 0.5
  • 1.58