ნოდარ ხადური ინდოეთში, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ორმხრივ შეხვედრებს მართავს

ორშაბათი, 06 მაისი, 2013 - 16:48

გრძელდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ნოდარ ხადურის სამუშაო ვიზიტი ინდოეთის რესპუბლიკაში, სადაც ფინანსთა მინისტრი მონაწილეობს აზიის განვითარების ბანკის (ADB) მმართველთა საბჭოს ყოველწლიურ, რიგით 46-ე შეკრებაში.

 როგორც ADB-ს მმართველთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური გაუძღვა ერთ-ერთ პლენარულ სხდომას და გამოვიდა სიტყვით.

 საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ნოდარ ხადურის შეხვედრები ინდოეთში შედგა ორმხრივი შეხვედრები უმაღლეს დონეზე. ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური შეხვდა იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) ვიცე-პრეზიდენტს კიოში კოდერას (Mr. Kiyoshi Kodera); აზიის განვითარების ბანკის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალურ დირექტორს კლაუს გერჰაუზერს (Klaus Gerhaeusser) და ყირგიზეთის ფინანსთა მინისტრს ოლგა ლავროვას.

შეხვედრებზე განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.7
  • 3.1
  • 3.51
  • 0.04
  • 0.48
  • 1.59