ნატოს ენის საერთაშორისო ბიუროს კონფერენცია თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გახსნა

ორშაბათი, 06 მაისი, 2013 - 16:08

„ქორთიარდ მერიოტ“-ში კონფერენცია „ინგლისური ენა მრავალეროვნულ გარემოცვაში“ მიმდინარეობს. ნატოს ენის საერთაშორისო საკოორდინაციო ბიუროს (BILC) სემინარი საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ ქაროსანიძემ გახსნა.

ფორუმს საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი ვლადიმერ ჩაჩიბაია, თავდაცვის უწყების წარმომადგენლები და საქართველოში აკრედიტებული ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების სამხედრო ატაშეები დაესწრნენ.

კონფერენცია საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და გაერთიანებული შტაბის მოწვევით ტარდება. სემინარს ნატოს ენის საერთაშორისო საკოორდინაციო ბიუროს თავმჯდომარე ჯულიე დუბეაუ ხელმძღვანელობს. ფორუმის მიზანია ალიანსის მოკავშირე ქვეყნებში ინგლისური ენის განვითარებას შეუწყოს ხელი.

კონფერენციაში ნატოს წევრი და პარტნიორი 26 ქვეყნის 64 დელეგატი მონაწილეობს. ოთხი დღის განმავლობაში, ენის სფეროს სამოქალაქო და სამხედრო სპეციალისტები ნატოს სტანდარტებით, მიღებულ გამოცდილებაზე დაყრდნობით, ინგლისური ენის ნორმების შემუშავების საკითხებს განიხილავენ, რომელიც საერთაშორისო სამხედრო მისიებში ჩართული სამხედრო პერსონალის ენობრივი დონის ამაღლებას ისახავს მიზნად. სემინარის მონაწილეები განათლების, ტრენინგებისა და ტესტირების კუთხით, ნატოს პოლიტიკაზეც იმსჯელებენ.

ნატოს ენის საერთაშორისო საკოორდინაციო ბიურო (BILC) ენობრივი მომზადებისა და ტესტირების საკითხებში ნატოს მრჩეველი ორგანიზაციაა. 2005 წლიდან BILC-ის ექსპერტები, ენობრივი მომზადებისა და ტესტირების განვითარების კუთხით, საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ენობრივი მომზადების და ტესტირების სისტემის შეფასებას ახორციელებენ.

ნატოს ენის საერთაშორისო საკოორდინაციო ბიუროს ყოველწლიური კონფერენცია 9 მაისს დასრულდება.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.7
  • 3.09
  • 3.52
  • 0.04
  • 0.48
  • 1.59