I ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონი სამშობლოში უდანაკარგოდ დაბრუნდა

ორშაბათი, 06 მაისი, 2013 - 15:57

I ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონი სამშობლოში სრულად დაბრუნდა.მე-12 ბატალიონის სამხედროები ავღანეთში 6 თვის განმავლობაში ISAF-ის მისიის ფარგლებში წარმატებით ასრულებდნენ დაკისრებულ მოვალეობას.

დღეს ისინი უკვე ოჯახებს დაუბრუნდნენ.

სამშვიდობოებს აეროპორტში საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელი პირები და ამერიკის ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი დახვდნენ და სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება მიულოცეს.

ავღანეთის საერთაშორისო მისიიდან დაბრუნებული უფროსი სერჟანტი დიმიტრი ტაბატაძე და კაპრალი ვაჟა ტაბატაძე ოჯახში მოულოდნელად მივიდნენ. მამა-შვილი ტაბატაძეები ბაზა „შუკვანზე“ერთად მონაწილეობდნენ ავღანეთის საერთაშორისო ოპერაციაში.

მე-12 ბატალიონი ავღანეთში როტაციის წესით IV ქვეითი ბრიგადის 42-ე ბატალიონმა ჩაანაცვლა.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.67
  • 3.03
  • 3.42
  • 0.04
  • 0.5
  • 1.58