პრემიერ-მინისტრი ქრისტიანებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს

, 05 მაისი, 2013 - 13:14

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქრისტიანებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს: "ქრისტე აღდგა! გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს! ქრისტე აღსდგა!

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული უდიდესია ქრისტიანულ დღესასწაულთა შორის. ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის ეს ყველაზე დიდი, სიხარულისა და იმედის მომტანი დღეა - სიცოცხლის სიკვდილზე გამარჯვების, სულიერი ამაღლებისა და საყოველთაო განახლების დღესასწაული.

ამ დღეს ხარობს და ერთმანეთს ულოცავს ყველა, მთელი ერი.

კიდევ ერთხელ გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!

ჭეშმარიტად აღდგა ქრისტე!"

 

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.67
  • 3.03
  • 3.42
  • 0.04
  • 0.5
  • 1.58