იერუსალიმის აღდგომის სახელობის ტაძარში წმინდა ცეცხლი გადმოვიდა

შაბათი, 04 მაისი, 2013 - 15:26

იერუსალიმის აღდგომის სახელობის ტაძარში ღვთაებრივი ცეცხლი თბილისის დროით 15:13 სთ-ზე გადმოვიდა. წმინდა ცეცხლის გადმოსვლამდე ტრადიციული რიტუალი შესრულდა. მაცხოვრის საფლავის გარშემო სამჯერ შემოვლის შემდეგ პატრიარქი უფლის საფლავში შევიდა. უნივთო ცეცხლი მალევე გადმოვიდა. საფლავში შესვლამდე პატრიარქი სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენლებმა გაჩხრიკეს. მაცხოვრის საფლავზე პატრიარქის ლოცვის შემდეგ ის სანთლები აინთო, რომელიც უწმინდესმა საფლავში შეიტანა.

ზეციური ცეცხლი იერუსალიმის აღდგომის ტაძარში პირველად III საუკუნეში გადმოვიდა. გადმოცემის მიხედვით, სააღდგომო ლიტანიობაზე კანდელში ზეთი შემოაკლდათ და პატრიარქმა ნარცისმა კურთხევა გასცა, მათში სილოამის ემბაზის წყალი ჩაესხათ. როდესაც პატრიარქის კურთხევა შეასრულეს, ზეციდან ცეცხლი გადმოვიდა და კანდელები აანთო, რომლებიც მთელი ლიტანიობის განმავლობაში არ ჩამქრალა.

საქართველო აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ხვალ იზეიმებს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.67
  • 3.03
  • 3.42
  • 0.04
  • 0.5
  • 1.58