17 შეკვრად დაფასოებული 3,7293 გრამი ნარკოტიკული ნივთიერების შემოტანისთვის დაკავებულს 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება

შაბათი, 04 მაისი, 2013 - 10:57

თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს მე-5 განყოფილების თანამშრომლებმა ნარკოდანაშაულისთვის ერთი პირი დააკავეს. გამოძიებამ დადგინა, რომ დაკავებულმა ნარკოტიკული ნივთიერება თურქეთიდან შემოიტანა. სამართალდამცველებმა მისი პირადი ჩხრეკისას 17 შეკვრად დაფასოებული 3,7293 გრამი ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რომელიც 1,1748 გრ „ჰეროინს" შეიცავს.

ნარკოლოგიურმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ბრალდებული დაკავების მომენტში ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.

დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გადაზიდვის ბრალდებით მიმდინარეობს . აღნიშნული 11 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. გამოძიებას თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველო აწარმოებს.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.71
  • 3.11
  • 3.52
  • 0.04
  • 0.47
  • 1.6