ძმები ცარნაევები თვითმკვლელობით ტერორისტული აქტის მოწყობას დამოუკიდებლობის დღეს გეგმავდნენ

პარასკევი, 03 მაისი, 2013 - 19:28

ბოსტონის ტერაქტში ბრალდებული ძმები ცარნაევები გეგმავდნენ თვითმკვლელობით ტერორისტული აქტის მოწყობას. ისინი ტერაქტის მოწყობას  4 ივლისს, აშშ დამოუკიდებლობის დღეს აპირებდნენ, - ამის შესახებ  CNN იტყობინება. 

CNN-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დაკითხვისას უმცროსმა ცარნაევმა გამოძიებასთან აღიარა, რომ მისი ძმა ასაფეთქებელ მოწყობილობაზე სახლში მუშაობდა, თუმცა ჯერ არ დასტურდება მისი მეუღლის თანამონაწილეობა. 

დამოუკიდებლობის დღეს ბოსტონში ფართომასშტაბიანი ღონისძიებები იმართება და მასში 500 ათასზე მეტი ადამიანი იღებს მონაწილეობას, CBS კი მოვლენებს პირდაპირი ეთერით აჩვენებს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.71
  • 3.11
  • 3.52
  • 0.04
  • 0.47
  • 1.6