ხათუნა ბერძენიშვილი სოციალურად დაუცველებს ფონიჭალაში შეხვდა

პარასკევი, 03 მაისი, 2013 - 17:58

კრწანისის რაიონის გამგებელმა ხათუნა ბერძენიშვილმა სოციალურად დაუცველებს აღდგომის დღესასწაული მიულოცა, ფონიჭალაში მდებარე უფასო სასადილოს ესტუმრა და ბენეფიციარებს სააღდგომო საჩუქრები გადასცა. ბერძენიშვილის  თქმით, ყოველთვის საჭიროა ასეთი ღონისძიებების ჩატარება. "ბენეფიციარების გარდა ჩვენ პროდუქტი გავუგზავნეთ რაიონში მოქმედ ყველა ტაძარს, ომის ვეტერანებს და სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს, ღონისძიებაში ჩართულია დედაქალაქის მერია, კომპანიები "ბარამბო" და "ზედაზენი", რომლებმაც უფრო მრავალფეროვანი გახადეს დღევანდელი დღე", -  განაცხადა ხათუნა ბერძენიშვილმა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.71
  • 3.11
  • 3.52
  • 0.04
  • 0.47
  • 1.6