ბათუმელებმა მკაცრი უარი უთხრეს ქალაქში ახალი მეჩეთის აშენებას - დავით ლილუაშვილი

პარასკევი, 03 მაისი, 2013 - 18:05

კოალიცია „ჩვენი უფლებებისათვის“ თავმჯდომარის დავით ლილუაშვილის განცხადებით, გამოკითხვამ ცხადყო, რომ ბათუმის მოსახლეობის უმრავლესობის განწყობა და პოზიციაა, არ აშენდეს ბათუმში ახალი მეჩეთი.

როგორც ლილუაშვილი აცხადებს, პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს პატრიოტთა ალიანსისა“ და ბათუმის საზოგადოების წარმომადგენლების მიერ ერთი თვის მანძილზე, ბათუმის მოსახლეობაში ჩატარდა გამოკითხვა, „აშენდეს თუ არ ბათუმში ახალი მეჩეთი“, რა დროსაც დაცული იყო ყველა რესპოდენტის უფლებები და ინტერესები.

კოალიციის თავმჯდომარის თქმით, გამოკითხული ბათუმის 59.128 მოქალაქიდან მეჩეთის აშენების წინააღმდეგი 94% აღმოჩნდა და აცხადებს, რომ ბათუმელებმა მკაცრი უარი უთხრეს თურქეთის ხელისუფლების მხრიდან, ჩვენი ქვეყნის მთავრობისათვის თავს მოხვეულ პროექტს.

„ვეთანხმები „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ თავმჯდომარის დავით თარხან-მოურავის შეფასებას, რომ ახალი მეჩეთის მშენებლობა „არ არის არც რელიგიის და არც რწმენის საკითხი“ და ბათუმის გამოკითხული მოსახლეობის, როგორც მართლმადიდებელი, ისე მაჰმადიანი მრევლის ერთობლივი გადაწყვეტილება ამის ნათელი მაგალითია. გამოკითხის შედეგების მიხედვით, ბათუმის მოსახლეობის გადაწყვეტილება მოტივირებულია, სახელმწიფო ინტერესებიდან და პატრიოტული სულიკვეთებიდან გამომდინარე და ეს მისასალმებელი ფაქტია“, - აცხადებს დავით ლილუაშვილი.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.67
  • 3.03
  • 3.42
  • 0.04
  • 0.5
  • 1.58