შევარდნაძის დროინდელი, კორუფციაში მხილებული მინისტრების დაბრუნება მთავრობაში ავტომატურად გამოიწვევდა კორუფციულ ფაქტებს

პარასკევი, 03 მაისი, 2013 - 17:44

მერაბიშვილი ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მიმართავს და მოუწოდებს, ქვეყანაში კორუფციის შემობრუნება არ დაუშვას, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე პარტიის გენერალური მდივნის ვანო მერაბიშვილის სახელით განცხადება გავრცელდა.

 

"მინდა დღევანდელ ხელისუფლებას კიდევ ერთხელ ვუთხრა, რომ არ დაუშვას საქართველოში კორუფციის შემობრუნება. საქართველო შევარდნაძის ეპოქაში იყო ჩარჩენილი, არ გაიცემოდა ხელფასები და პენსიები, არ კეთდებოდა არაფერი და ამის მთავარი მიზეზი იყო ქვეყანაში გამეფებული კორუფცია. ხელისუფლებამ ეს დიდი მონაპოვარი, რომელიც ჩვენმა მთავრობამ დაუტოვა და თვით პრემიერ–მინისტრმა აღიარა, მე მოვუწოდებ, რომ არ ჩამოიშალოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ ყველანი ერთად დავბრუნდებით შევარდნაძის ეპოქაში, როცა აღარ იქნება: ხელფასები, პენსიები, დენი, არაფერი არ გაკეთდება და ქვეყანას აღარ ექნება პერსპექტივა... ვთვლი, რომ მთელმა საზოგადოებამ უნდა ავიმაღლოთ ხმა და ვებრძოლოთ ყველაზე დიდ ჭირს საქართველოში – ეს არის კორუფცია. ისეთი ადამიანების მოყვანა მთავრობაში, რომლებიც შევარდნაძის დროს იყვნენ მინისტრები, რომლებიც პირდაპირ იყვნენ მხილებულნი კორუფციაში – ამ ადამიანების დაბრუნება ავტომატურად გამოიწვევდა ამ კორუფციულ ფაქტებს",- წერია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფიციალურ გვერდზე.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.71
  • 3.11
  • 3.52
  • 0.04
  • 0.47
  • 1.6