დღეს ოზურგეთში ორ ბიზნესმენს შეიარაღებული პირები თავს დაესხნენ

პარასკევი, 03 მაისი, 2013 - 13:35

დღეს გამთენიისას გურიაში შეიარაღებული თავდასხმა განხორციელდა. ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილია ორი ადგილობრივი ბიზნესმენი - ლ. კოპალაძე და რ. მახარაძე, რომლებიც საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.

 ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, დილით, დაახლოებით 03:30 საათზე ოზურგეთში, ბიზნესმენებს  შეიარაღებული პირები თავს დაესხნენ და ცეცხლი გაუხსნეს. მეორე ვერსიის თანახმად,  ისინი მანქანით გადაადგილდებოდნენ და შემთხვევით მოყვნენ სროლაში.

ექიმების თქმით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ჯერჯერობით უცნობია, ვინ და რა მიზნით დაიწყო სროლა ქუჩაში. გამოძიება ინციდენტთან დაკავშირებით უკვე დაწყებულია.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.71
  • 3.08
  • 3.53
  • 0.04
  • 0.49
  • 1.61