ხანძრის შედეგად 8 ოჯახი უსახლკაროდ დარჩა

პარასკევი, 03 მაისი, 2013 - 12:21

სოფელ  ნაფარაულში  ხანძრის  შედეგად  8  ოჯახი  უსახლკაროდ  დარჩა.   დაზარალებულები  ორსართულიან  საერთო  საცხოვრებელ  სახლში  ცხოვრობდნენ.  ცეცხლი ერთ-ერთი დაზარალებულის ოთახში გაჩნდა, საიდანაც მთლიან კორპუსზე გავრცელდა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძრის გაჩენის მიზეზად ძველი ელექტროგაყვანილობა სახელდება. ცეცხლის ლიკვიდაციას სამი საათი დასჭირდა. დაზარალებულებს თელავის მუნიციპალიტეტის გამგებელი დახმარებას დაჰპირდა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.71
  • 3.08
  • 3.53
  • 0.04
  • 0.49
  • 1.61