რუსმა სამხედროებმა საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს

პარასკევი, 03 მაისი, 2013 - 10:53

რუსმა სამხედროებმა ე.წ. ადმინისტრაციული საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით ორი მოქალაქე დააკავეს. ისინი საჩხერის რაიონის სოფელ ხვანიდან არიან. ოჯახის წევრების ინფორმაციით, აღნიშნული პირები ჯონჯოლის საკრეფად იყვნენ წასულები და მათი აყვანა ამ დროს მოხდა.

ისინი მოგვიანებით თავად დაუკავშირდნენ ოჯახის წევრებს და მომხდარის შესახებ აცნობეს.

მათ გასათავისუფლებლად მოლაპარაკებები ევროკავშირის წარმომადგენლების მონაწილეობით მიმდინარეობს. გუშინ ოკუპანტებმა კიდევ 11 ადამიანი დააკავეს საჩხერის რაიონის კიდევ ერთ სოფელში, მოგვიანებით მათ ხუთი არასრულწლოვანი გაათავისუფლეს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.71
  • 3.11
  • 3.52
  • 0.04
  • 0.47
  • 1.6