სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომლებს ბრალს დღეს წაუყენებენ

პარასკევი, 03 მაისი, 2013 - 10:22

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორ თანამშრომელს და მათთან ერთად დაკავებულ ”შპს მექანიზატორის” დირექტორსა და მის ორ მოადგილეს, ასევე ექსპერტთა ჯგუფის რამდენიმე წევრს, ბრალს ოფიციალურად დღეს წაუყენებენ.   დაკავებულებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2 მილიონ 500 ათასი ლარის გაფლანგვა, ექსპერტთა ჯგუფზე ზეწოლა და უფლებამოსილების გადამეტება ედებათ ბრალად.

აღნიშნულის გამო გუშინ თანამდებობა სოფლის მეურნეობის მინისტრმა, დავით კირვალიძემ დატოვა. კირვალიძემ განაცხადა, რომ მომხდარზე პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებს და სიმართლის გარკვევამდე პოსტს არ დაუბრუნდება. მას უფლებამოსილება გამოძიების დასრულებამდე შეუჩერდა. სოფლის მეურნეობის მინისტრის მოვალეობას კირვალიძის ერთ-ერთი მოადგილე შალვა ფიფია შეასრულებს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.71
  • 3.08
  • 3.53
  • 0.04
  • 0.49
  • 1.61