შავი პანტერა და დორონინი ერთმანეთს დაშორდნენ

პარასკევი, 03 მაისი, 2013 - 00:57

მოდელ ნაომი კემპბელისა და  რუსი ბიზნესმენის ვლადისლავ დორონინის სიყვარულის ისტორია დასრულდა, - ამის შესახებ გაზეთი The New York Post-ი წერს. როგორც გამოცემას განუცხადეს, კემპბელი და დორონინი მას შემდეგ აღარ გამოჩენილან ერთად, რაც ისინი მარტის თვეში მაიამიზე ისვენებდნენ. როგორც გამოცემასთან მათი ახლობლები აცხადებენ, ბოლო ორი თვის განმავლობაში მოდელი მრავალ ღონოსძიებას დაესწო, თუმცა დორონინის გარეშე, ხოლო მილიარდერი ცოტა ხნის წინ ნიუ-იორკში, სასტუმრო Gramercy Park-ში  უცნობ,  ქერა ქალთან ერთად ნახეს.

მათი ნაცნობების თქმით,  წყვილი სამუდამოდ დაშორდა ერთმანეთს, თუმცა ზოგიერთი ვარაუდობს, რომ ისინი მხოლოდ გარკვეული პერიოდი დაშორდნენ ერთმანეთს, რათა ურთიერთობებისგან ცოტა ხნით დაისვენონ.

42 წლის მოდელი, რომელიც შავი პანტერას სახელითაა ცნობილი და  და 50 წლის მილიარდერი ერთმანეთს  2008 წლიდან ხვდებიან.  მოდელი აქტიურ მონაწილეობას  ღებულობდა ბიზნესმენის სარეკლამო პროექტებში.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.71
  • 3.08
  • 3.53
  • 0.04
  • 0.49
  • 1.61