ირაკლი ღარიბაშვილმა პოლიციის გუშინდელ ქმედებას ადეკვატური უწოდა

ხუთშაბათი, 02 მაისი, 2013 - 16:27

შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რუსთაველის გამზირე გუშინდელი აქციის დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საგანგებო ბრიფინგი გამართა. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით,

პოლიცია შექმნილი ვითარების შესაბამისად მოიქცა და დაიცვა საზოგადოებრივი წესრიგი, იქიდან გამომდინარე, რომ "ლაბორატორია 1918"-ის აქცია გადაიზარდა რაღაც არაორგანიზებულ, ქაოტურ მანიფესტაციად.

მინისტრის განცხადებით, აქციის მონაწილეებმა  მოქალაქეს დაუზიანეს ავტომანქანა და აქციის რამდენიმე წევრი დიდი აგრესიულობით გამოირჩეოდა. 

 "თქვენ თუ გნებავთ მიიღოთ ქაოსი, მაშინ მხარი უნდა დაუჭიროთ გუშინდელ, ძალიან არასასიამოვნო ფორმებს, თუ არადა, უნდა იყოთ ობიექტურობის და სიმართლის მხარეს", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა და პოლიციის ქმედებას ადეკვატური უწოდა.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.67
  • 3.03
  • 3.42
  • 0.04
  • 0.5
  • 1.58