უმცირესობამ პარლამენტში უმრავლესობის გამოუცხადებლობით ისარგებლა

ხუთშაბათი, 02 მაისი, 2013 - 16:19

უმცირესობის წევრმა კობა სუბელიანმა სოციალურ ქსელში  ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის განხილვის შესახებ კომენტარი დატოვა. როგორც სუბელიანი აცხადებს, ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებმა პარლამენტში უმრავლესობის გამოუცხადებლობით ისარგებლეს.

"დღეს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონში ცვლილება იგეგმებოდა. როგორც ჩანს, უმრავლესობის წევრებში არსებობენ დეპუტატები, ვინც მხარს არ უჭერს ამ ცვლილებას და დაახლოებით 25 კაცი არ გამოცხადდა სხდომაზე. ჩვენ, უმცირესობამ, ამით ვისარგებლეთ და რეგისტრაცია არ გავიარეთ. კვორუმის არარსებობის გამო, გამოსხდომა გადაიდო. სხვა ბერკეტი და მეთოდი არ გაგვაჩნია, რომ ეს მავნებლური კანონი დავბლოკოთ. რაც შეგვიძლია ვაკეთებთ. საყურადღებოა უმრავლესობის მხრიდან დეპუტატთა არგამოცხადება მაინცდამაინც ამ კანონზე მსჯელობის დროს. მინიმუმ, ალბათ გული ეთანაღრებათ. ეგებ ეს ფაქტორი გაითვალისწინოს უმრავლესობამ და საერთოდ გადაიფიქრონ ამ კანონში ცვლილება", - აცხადებს კობა სუბელიანი.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.68
  • 3.03
  • 3.43
  • 0.04
  • 0.49
  • 1.58