თეა წულუკიანი დარწმუნებულია კირვალიძის უდანაშაულობაში

ხუთშაბათი, 02 მაისი, 2013 - 15:22

იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს სოფლის მეურნეობის უკვე ყოფილი მინისტრი დავით კირვალიძე უდანაშაულოდ მიაჩნია და დარწმუნებულია, რომ იგი ამ საქმეში გარეული არ არის. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა პარლამენტში ჟურნალისტებთან განაცხადა.

"ჩვენ გამოგვაკლდა ჩვენი ერთ-ერთი კოლეგა, ბატონი დავით კირვალიძე. მე მჯერა, რომ ის არის კანონთან მართალი. ის , რომ სამართალდამცავი ორგანოების ინტერესის საგანი იყო სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ჩვენთვის ცნობილი იყო, თუმცა რამდენიმე ჩინოსნის დაკავების შესახებ გუშინ მედიიდან შევიტყვე. არ ვიცნობ სისხლის სამართლის მასალებს და ამიტომ არ შემიძლია გავაკეთო კომენტარი ამის შესახებ", -  განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.67
  • 3.03
  • 3.42
  • 0.04
  • 0.5
  • 1.58