ჯავახიშვილის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტმა შეყვარებული მესამე სართულიდან გადმოაგდო

ოთხშაბათი, 01 მაისი, 2013 - 18:02

ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტმა, თანაკურსელი გოგონა კამათის შემდეგ მესამე სართულიდან გადმოაგდო. მედიისთვის არსებული ინფორმაციით, დაშავებული გოგონას მდგომარეობა მძიმეა და ამ წუთებში მას რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაუდებელი ოპერაცია უტარდება.

როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, გოგონას შეყვარებულთან კამათი მოუვიდა, რის შემდეგაც ბიჭმა შეყვარებული უნივერსიტეტის შიდა კიბის მესამე სართულიდან გადმოაგდო. ამ ინფორმაციას უნივერსიტეტის დაცვის სამსახურიც ადასტურებს.

ეჭვმიტანილი შემთხვევის ადგილიდან უნივერსიტეტის დაცვამ აიყვანა. დაცვის სამსახურის უფროსის განმარტებით, უნივერსიტეტის სათვალთვალო კამერების ჩანაწერები პოლიციას უკვე გადაეცა, რომელზეც გოგონას გადმოგდება და ეჭვმიტანილის დაკავება იყოს გადაღებული. 

როგორც ცნობილია, დაშავებული გოგონაც და ეჭვმიტანიცლიც, სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტები არიან. შემთხვევა დაახლოებით შუადღის 16:00 საათზე მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმეზე ძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.67
  • 3.03
  • 3.42
  • 0.04
  • 0.5
  • 1.58