სასჯელაღსრულების სამინისტრომ ონკოლოგიური სენით დაავადებულ ბავშვებს საჩუქარი გაუკეთა

ოთხშაბათი, 01 მაისი, 2013 - 17:42

სასჯელ-აღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის წარმომადგენლებმა ბერი ანდრიას სახელობის ფონდს, მძიმე ონკოლოგიური სენით დაავადებული ბავშვების მკურნალობა-რეაბილიტაციისთვის საჭირო ინვენტარი გადასცეს.

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლები, პირადად დაუკავშირდნენ თბილისის ონკოცენტრის ყოფილი პაციენტის, აწ გარდაცვლილი 17 წლის ბერი ანდრიას დედას, მილედი ჩხვიმლიანს (დედა თინათინი), რომელმაც შვილის გარდაცვალების შემდეგ მძიმე ონკოლოგიური სენით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად ჩამოაყალიბა ბერი ანდრიას სახელობის ფონდი.

გენერალური ინსპექციის თანამშრომლების კეთილი ნების საფუძველზე შეგროვდა გარკვეული თანხა, რომლითაც შეძენილი იქნა ლეიკემიით დაავადებული ბავშვების მკურნალობა-რეაბილიტაციისთვის საჭირო სამედიცინო აპარატურა, კერძოდ: ინგალატორები, წნევის და პულსის საზომი საშუალება, მრავალჯერადი გამოყენების კათეტერები. ასევე ტკბილეული და სხვა საჩუქრები.

 „სამწუხაროდ, ამ ბავშვების უმეტესობას არ ჰყავს დამფინანსებელი, შესაბამისად, მათივე თხოვნით ჩვენგან საჩუქრად გადაეცათ სამედიცინო დანიშნულების აპარატურა, რომელიც მათ წაადგებათ მკურნალობისთვის“, - განაცხადა გენერალური ინსპექციის უფროსმა მირზა სუბელიანმა.

 

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.7
  • 3.09
  • 3.52
  • 0.04
  • 0.48
  • 1.59