საერთოდაც ვერ ვხედავ მიხეილ სააკაშვილის იურისტობას - ლევან ბერძენიშვილი

ოთხშაბათი, 01 მაისი, 2013 - 17:21

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ლევან ბერძენიშვილის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტმა საერთო სასამართლოების შესახებ კანონში სწორედ ის პუნქტები დაიწუნა, რომელიც ვენეციის კომისიამ მოიწონა.

ამის შესახებ ლევან ბერძენიშვილმა სესიის დაწყებამდე განაცხადა.

"პრეზიდენტი ძალიან უპასუხისმგებლოდ მოექცა იმ დოკუმენტს, რომელიც მოწონებულია ვენეციის კომისიის მიერ. სწორედ იმ ადგილებს არ დაეთანხმა, რაც ვენეციის კომისიამ მოიწონა. საქართველოს პრეზიდენტი ხშირად ამბობს. "მე იურისტი ვარო", მაგრამ ამ შენიშვნებში მე მისი იურისტობა ვერ დავინახე. საერთოდაც ვერ ვხედავ მის იურისტობას, რადგან ყოველთვის იურიდიულ კაზუსთან გვაქვს საქმე, როდესაც რაღაცას არ იწონებს", - განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.66
  • 3.04
  • 3.42
  • 0.04
  • 0.5
  • 1.57