ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის სამუშაო ვიზიტი ინდოეთში დაიწყო

ოთხშაბათი, 01 მაისი, 2013 - 17:16

საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ნოდარ ხადურის სამუშაო ვიზიტი ინდოეთის რესპუბლიკაში დღეიდან დაიწყო. ვიზიტის ფარგლებში ფინანსთა მინისტრი აზიის განვითარების ბანკის (ADB) მმართველთა საბჭოს ყოველწლიურ, რიგით 46-ე შეკრებაში მიიღებს მონაწილეობას.

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ADB-ს მმართველთა საბჭოს ვიცე-თავმჯდომარის რანგში, ერთ-ერთ პლენარულ სხდომას გაუძღვება. სესიების მიმდინარეობისას დაგეგმილია ასევე სიტყვით გამოსვლა.

ვიზიტის ფარგლებში უმაღლეს დონეზე ორმხრივი შეხვედრები შედგება.

ფინანსთა მინისტრი საქართველოში 6 მაისს დაბრუნდება.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.7
  • 3.09
  • 3.52
  • 0.04
  • 0.48
  • 1.59