თბილისის საქალაქო სასამართლოსა და ილიაუნს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ოთხშაბათი, 01 მაისი, 2013 - 16:15

თბილისის საქალაქო სასამართლოსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთ-თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის მიზანია კვალიფიციური იურიდიული განათლების განვითარების ხელშეწყობა.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ბაზაზე გაიმართება ლექცია-სემინარები ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტებისათვის. სტუდენტები გაეცნობიან სასამართლო სისტემას, მოხდება მათი ინფორმირება მოქმედი კანონმდებლობის და მათთვის საინტერესო სამართლებრივი საკითხების თაობაზე. სასამართლო ორგანიზებას გაუწევს სტუდენტების დასწრებას სასამართლო პროცესებზე; ჩატარდება სტუდენტური ოლიმპიადა და გაიმართება იმიტირებული სასამართლო პროცესები.

სამართლის სკოლაში მოქმედი სამართლის საბაკალავრო პროგრამის ფარგლებში შერჩეული სტუდენტებისათვის, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავების მიზნით, ასევე განხორციელდება სხვა ღონისძიებები, რომლებიც ხელს შეუწყობს მომავალი კვალიფიციური იურისტების მომზადებას.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, ხელი მოაწერეს თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანმა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტეტის რექტორმა გიგი თევზაძემ. ხელმოწერის დასრულების შემდგომ, მართლმსაჯულების თანამედროვე გამოწვევების თაობაზე, მამუკა ახვლედიანმა სტუდენტებისათვის საჯარო ლექცია წაიკითხა

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.68
  • 3.03
  • 3.43
  • 0.04
  • 0.49
  • 1.58