"საქართველოს ეკონომიკური რეაბილიტაციის ცენტრი" სოციალურად დაუცველ მოსახლეობას და დევნილებს დაასაქმებს

ოთხშაბათი, 01 მაისი, 2013 - 11:38

"საქართველოს ეკონომიკური რეაბილიტაციის ცენტრის" მიზანია დასაქმების პრობლემის აღმოფხვრა, - ამის შესახებ „ჯეონიუსს“ "საქართველოს ეკონომიკური რეაბილიტაციის" ცენტრის ხელმძღვანელმა იოსებ ღვარძელაშვილმა განუცხადა.

ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, ორგანიზაციის 24 თანამშრომელი სოციალურად დაუცველ მოსახლეობას და იძულებით გადაადგილებულ პირებს კონსულტაციას გაუწევს, თუ როგორ მოახდინონ საკუთარი თავის რეალიზება და დახმარებას აღმოუჩენენ მცირე ბიზნესის დაწყებასა და წარმართვაში.

„კონსულტაციების გარდა, ჩვენ ვასწავლით მცირე ბიზნესის წარმართვას, როგორიცაა, მაგალითად, საცხობები, სალონები და ა.შ. ჩვენი გათვლებით, ერთი მიკრობიზნესი დაასაქმებს 4 ოჯახს. ჩვენი გათვლებით, საქართველოში 600000 სოციალურად დაუცველი ოჯახია. წელიწადში ვაპირებთ ორასი ბენეფიციარის, ანუ პირის დასაქმებას, ეს კი 800 ოჯახია“, - განაცხადა იოსებ ღვარძელაშვილმა.

 

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.7
  • 3.09
  • 3.52
  • 0.04
  • 0.48
  • 1.59