ზურაბ ჭიაბერაშვილი საკომპენსაციო თანხების არასწორად გადანაწილების თაობაზე პრემიერს მიმართავს

ოთხშაბათი, 01 მაისი, 2013 - 14:49

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი და კახეთის გუბერნატორი ზურაბ ჭიაბერაშვილი კახეთში მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალისთვის გამოყოფილი საკომპენსაციო თანხების არასწორად გადანაწილების თაობაზე  პრემიერ-მინისტრს მიმართავს და სთხოვს,  მოხდეს  მისი გადამოწმება.

ამის შესახებ ზურაბ ჭიაბერაშვილმა "პრაიმტაიმის" პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ზურაბ ჭიაბერაშვილმა ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრისთვის გაგზავნილი საგანგებო წერილი გააცნო, რომელშიც ასევე,  სამსახურიდან გათავისუფლებული ადამიანების პრობლემებზეცაა  საუბარი. 

"მოსახლეობისთვის სტიქიით მიყენებული ზარალის კონპენსაცია არასწორად გადანაწილდა და ამიტომ აუცილებელია შემოწმდეს, თუ როგორ გადაანაწილეს საკომპენსაციო თანხები კომისიის წევრებმა", - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

გუბერნატორის თქმით, წერილს გამოხმაურება ჯერ არ მოყოლია.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.71
  • 3.11
  • 3.52
  • 0.04
  • 0.47
  • 1.6