სარფის სასაზღვრო სექტორის უკანონო კვეთისთვის ბრალდებულს 2 000-ლარიანი ჯარიმა შეეფარდა

ოთხშაბათი, 01 მაისი, 2013 - 13:53

შსს სასაზღვრო პოლიციის N1 სამმართველოს (ბათუმი) ტერიტორიაზე, N1 სასაზღვრო სექტორის (სარფი) დასაცავ მონაკვეთზე, სასაზღვრო განწესმა, გატარებული ღონისძიებების შედეგად, საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე  დააკავა საქართველოს მოქალაქე დათო მ., რომელმაც სასაზღვრო–საკონტროლო გამტარ პუნქტის გვერდის ავლით უკანონოდ გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი.

აღნიშნული ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამმართლის კოდექსის 344–ე მუხლის I ნაწილით. გამოძიებას სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველო აწარმოებს.

ბრალდებულ საქართველოს მოქალაქეს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის ბრძანებით აღმკვეთი ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით და გადახდის ვადად განესაზღვრა 20 (ოცი) დღე.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.67
  • 3.02
  • 3.36
  • 0.04
  • 0.5
  • 1.57