სასჯელაღსრულების სამინისტრომ პენიტენციური ჯანდაცვის ბაზისური მედიკამენტების ნუსხა შეიმუშავა

ოთხშაბათი, 01 მაისი, 2013 - 13:35

საქართველოს სასჯელ-აღსრულების, პრობაციისა და იურიდიულ საკითხთა სამინისტრომ პენიტენციური ჯანდაცვის ბაზისური მედიკამენტების ნუსხა შეიმუშავა, რომელიც გამოყენებულ იქნება როგორც სახელმძღვანელო მედიკამენტების დანიშვნის, მოთხოვნისა და მიწოდების პროცესში.

აღნიშნული სტანდარტით სასჯელაღსრულების სისტემის ექიმები, ბრალდებული/მსჯავრდებული პაციენტები და სამოქალაქო სექტორის სამედიცინო დაწესებულებები ისარგებლებენ.

მიუხედავად იმისა, რომ 2012 წლის ნოემბრიდან, ერთ მსჯავრდებულზე ფარმაკოლოგიური დანახარჯი 2.5-ჯერ გაიზარდა, დღემდე მედიკამენტების მოთხოვნა და მიწოდება პაციენტებსა და ექიმებს შორის დავის მიზეზი იყო. ბაზისური მედიკამენტების ნუსხა მოიცავს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან, ესენციურ და არაესენციურ საშუალებებს. მედიკამენტების ნუსხა პერიოდულად განახლდება.

მედიკამენტების ნუსხის შედგენა მოხდა ავადობის მაჩვენებლების, სამედიცინო გაიდლაინებისა და პროტოკოლების, ისტორიული გამოცდილების, ასევე ექიმ-სპეციალისტების რეცეპტების ანალიზის შედეგად.

მისი შემუშავება ფარმაკოლოგიის სფეროში ქვეყნის წამყვანი სპეციალისტების ჩართულობით, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის და ევროკავშირის მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი.

სამინისტრო იღებს ვალდებულებას, ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს მიაწოდოს მედიკამენტები აღნიშნული ნუსხის ფარგლებში, სამედიცინო მიზნებისთვის.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.71
  • 3.08
  • 3.53
  • 0.04
  • 0.49
  • 1.61